ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსზე ტესტი 309 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 137 პასუხი დადებითი იყო.
დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს რეგიონში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

























