გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური „კლოუნების“ გარემოცვა

ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც მწარე მარცხი მიგვიღია, მათ შორის, არალეგიტიმური მეთოდებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას აქვს ნებისყოფა ბიძინა ივანიშვილი და მისი „პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა“ მორალურად გატეხოს.

„პირადად მეც და „ევროპული საქართველოს“ გუნდიც ასეთ საკითხებში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საპარლამენტო ცხოვრებას და სახელმწიფო ინსტიტუტებში მონაწილეობას, როდესაც უმცირესობაში ხარ.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც მწარე მარცხი მიგვიღია, მათ შორის, არალეგიტიმური მეთოდებით. ამის გამო ან ემოციურად, ან რას იტყოდნენ ჩვენი ამომრჩევლები არ შეგვშინებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება რადიკალურ მომხრეს არ მოეწონოს.

ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები იმისთვის, რომ მოვახდინოთ იზოლაცია ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიში, პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის და ადამიანის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი პოლიტიკური „კლოუნების“ გარემოცვა, რომლებმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ტენდენცია, სრული ძალაუფლების მონოპლიზაცია, დაშინება, ძალადობა და გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების მოსყიდვა“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა