„ნაცმოძრაობის" წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, საუბნო კომისიის წევრებს საოლქო კომისიაში იბარებენ და გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერას სთხოვენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, საუბნო კომისიის წევრებს საოლქო კომისიაში იბარებენ და გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერას სთხოვენ. გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია სისხლის სამართლოს დანაშაულს ჩადის.

"ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გასაყალბებლად ყველა მეთოდი გამოიყენა. ეს იყო: „კარუსელების“ ტრიალი, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ. 20:00 საათზე, უბნების დახურვის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბება გააგრძელა. მეორე დღეს ითვლებოდა ხმები და სამწუხაროდ, პროცესი დღესაც გრძელდება. ახლა ბათუმის საოლქო კომისია, საუბნო კომისიის წევრებს იბარებს და შესწორების ოქმებზე ხელის მოწერას სთხოვს. რატომ თხოვენ ამას? ბათუმის 121 უბნიდან 99 ოქმი შევისწავლეთ, მოსული ამომრჩევლებიდან მხოლოდ ბათუმში 9676 ბიულეტენი ბათილად არის ცნობილი, ამასთან 8170 ბიულეტენი დაკარგულია, რაც ნიშნავს პროპორციულ არჩევნებზე 3170 ხმა მოპარეს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას", ანუ 1734 ხმა ლევან ვარშალომიძეს მოპარეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში კი 1601 ბიულეტენი დაიკარგა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ბათუმში არჩევნები გაყალბებულია. არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა მეტია",- განაცხადა კირთაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს