„ნაციონალური მოძრაობა" აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებზე უარს აცხადებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მანდატებზე უარს აცხადებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურშიც მონაწილეობაზე უარს ამბობს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

"31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, ეს არ იყო არჩევნები ეს იყო სპეცოპერაცია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 180 302 მოქალაქემ, ამ ტოტალური გაყალბების ფონზე 97 ათასი 615 ხმა ოპოზიციამ მიიღო. თითქმის 15 ათასით მეტი, ვიდრე "ქართულ ოცნებამ". სახელისუფლებლო პარტიამ ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა. დარღვეულია ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლება. ჩვენ მხარდამჭრებთან და პარტნიორებთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რაც გადმოგვცა ხელისუფლებამ. ხვალ, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან, აქცია გაიმართება ხმების დასაცავად",- განაცხადა პარტიის წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა