ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 51 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 210 პაციენტიდან 51 რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათ ჟანგბადი მუდმივ რეჟიმში მიეწოდებათ.

„კლინიკურ განყოფილებაში 150 პაციენტი გვყავს მოთავსებული. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტებს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ, ხოლო 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე ბინაზე გაეწერა“, - აღნიშნა გია კიკაბიძემ.

ცნობისთვის, აჭარაში საერთო ჯამში, 4700-მდე ადამიანი არის ინფიცირებული, 1074 კი კლინიკაში მკურნალობს.

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი