ნიკა მელია - გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები

გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო.

„ის, რომ ივანიშვილი გედავება ელექტროსამაჯური ხელზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა მისი გადმოსახედიდან უმძიმესი დანაშაული. მინდა დავამშვიდო, რომ მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა და ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადადგმას, არ იქნება გონივრული და ჭკვიანური და საზიანო იქნება მისივე გუნდისთვის.

ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ივანიშვილი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები“, - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა