ზაალ უდუმაშვილი - შტურმი იყო საარჩევნო უბნებზე იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო და ახლა ჩვენი დამკვირვებლების სამართლებრივი დევნა დაიწყეს

შტურმი იყო საარჩევნო უბნებზე იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ახლა დაიწყეს ჩვენი დაკვირვებლების სამართლებრივი დევნა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას, ვინც გაყალბების სქემაშია ჩართული, პასუხი მოეთხოვება.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიოშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის ყაჩაღობა, რომელიც მან ჩაიდინა საარჩევნო უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. კარგად ვხედავდით სუს-ის „ზონდერ“ ჯგუფები როგორ ახდენდნენ შეტევას უბნებზე, შტურმი იყო საარჩევნო უბნებზე იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ახლა დაიწყეს იმ დაკვირვებლების სამართლებრივი დევნა, რომლებიც იმ დღეს წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენ საარჩევნო უბნებზე.

მინდა წარმოგიდგინოთ ლინა დოლიძე, ლიტვის მოქალაქე, რომელიც იყო თბილისში, როგორც მედია დამკვირვებელი. საბურთალოს ოლქში 90-ე უბანზე ლინა და მისი მეუღლე წავიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს შეტყობინება, რომ იქ მყოფ მედია დამკვირვებელს არ აძლევენ გადაღების საშუალებას. უბანზე მისვლის შემდეგ მათ წინააღმდეგ ჯერ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რის შემდეგაც ლინამ გამოიძახა საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც მოვიდა და გამოიცანით, შემდეგ რა მოხდა? - მეორე დღეს ლინა დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში და უპირებენ ბრალი წაუყენონ საარჩევნო უბანზე მომხდარი არეულობისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. ეს არის ივანიშვილის სამართალი.

მინდა მივმართო ყველას, ვინც ჩართულია ივანიშვილის გაყალბების სქემაში, პასუხი მოეთხოვება ყველას, არა მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო უბანზე მყოფ გამყალბებლებს, არამედ ყველა იმ პირს, რომელიც დღემდე ასრულებს ამ სქემას და ეს ეხება სამართალდამცავებს, რომლებიც უკანონო ქმედებებს ჩადიან,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვა
"ლიბერთი ბანკი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ
Hotsale.ge-ის აქცია - დამატებით 20%-მდე დანაზოგი ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო  ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ქობულეთში შატოს ტიპის ახალი კომპლექსი „შატო კვირიკე“ გაიხსნა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება