თინა ბოკუჩავა - არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურობას

არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ დღეს ერთობლივი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი გაერთიანებული არიან და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

“დღეს ჩვენი განცხადებით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის უპრეცედენტო ერთობა, რაც ოპოზიციაში არსებობს. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურობას. შესაბამისად, არც ერთი ის პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, არ აპირებს, რომ პარლამენტში შევიდეს, რადგან ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევნებს. ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა გაგააყალბა და ხალხს მოპარა ყველაზე ძვირფასი დემოკრატიული უფლება - ეს არის ხელისუფალის არჩევის თავისუფალი უფლება. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი-ჩატარდეს ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. დარწმუნებული ვარ, ის ერთობა, რაც დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, აუცილებლად გამოიღებს ამ შედეგს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა