ზაალ უდუმაშვილი - ნურავინ იფიქრებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით პროცესების განეიტრალება მოხდება, პირიქით

ნურავინ იფიქრებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით პროცესების განეიტრალება მოხდება, პირიქით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი დიდი ხანია ოცნებობს გაანეიტრალოს ნიკა მელია, რომელიც მთლიანად ოპოზიციის გამორჩეული ლიდერია.

„დღეს სასამართლოს ჩანიშვნა იმას ემსახურება, რომ ნიკა მელია, არამხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ მთლიანად ოპოზიციის ეს გამორჩეული ლიდერი იყოს განეიტრალებული, ამაზე ოცნებობს ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა და ახლა ცდილობს ამ მეთოდით რაღაცნაირად ნიკა მელიას იზოლაცია მოახერხოს. ამ ყველაფერს მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები, ის პროცესები, რომელიც უკვე დაწყებულია და ვგულისხმობ ოპოზიციის ერთიანობას, სტრატეგიას, კიდევ უფრო დაჩქარდება,“- განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს.

პროცესი დღეს, 17:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება