ანრი ოხანაშვილი - სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც “ნაცმოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან

სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან - ძალიან მძიმე სანახავია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამუნათებული ოპოზიცია, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ.

ოხანაშვილის აზრით, ოპოზიციამ პანდემიის ფონზე საკუთარი ამომრჩეველი მიატოვა ისე, რომ „მათი ხმა პარლამენტში არ ისმოდეს“.

“ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა უკვე ოპოზიციაში ყავს ტყვეობაში და ანადგურებს მათ. იმედგაცრუებული არიან იმ პატარა და ახალგაზრდა პარტიების მხარდამჭერები, ვინც მართლაც გულწრფელად დაუჭირა მხარი ამ პარტიებს და მიანდო მათ მანდატი, ყოფილიყვნენ მათი ხმა საქართველოს პარლამენტში. იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოჩნდა, რომ მხარი დაუჭირეს არა მათ წარმომადგენელს პარლამენტში, არამედ მხარი დაუჭერიათ “ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიციური ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს არაფრად აგდებენ, პატივს არ სცემენ ქვეყნის დემოკრატიას და პატივს არ სცემენ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც არჩევნებს აფასებენ როგორც ლეგიტიმურსა და კონკურენტულს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მ

ისივე თქმით, “ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე და საზოგადოებას გასაჭირში ვერ მიატოვებს.

“ჩვენ გვაქვს მანდატი, რომ დავაკომპლექტოთ ხელისუფლება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა