ანრი ოხანაშვილი - ღმერთმა დაგვიფაროს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა" არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას

ღმერთმა დაგვიფაროს, თუ „ნაციონალური მოძრაობა" არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, შეუქმნის თუ არა მმართველ გუნდს პოლიტიკურ დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებმაც უარი თქვეს მანდატებზე, მხარდამჭერებს „ზურგი აქციეს“.

„ღმერთმა დაგვიფაროს „ნაციონალური მოძრაობა" თუ არ შემოვიდა პარლამენტში, ამით რაიმე დისკომფორტი შეგვექმნას. ჩვენი საზრუნავი ჩვენი ხალხია. პანდემიის ფონზე გამოწვევაა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობაა საზრუნავი.

ამიტომ, ჩვენ ხალხს ზურგს ვერ ვაბრუნებთ, რასაც აკეთებენ ეს ჯგუფები დაკომპლექსებული „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ტყვეობაში ყოფნით. მათ ზურგი აქციეს ამომრჩეველს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენ გასაკეთებელს ბოლომდე გავაკეთებთ"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომელთაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა