ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებზე მუშაობა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ნინოშვილის ქუჩის მე-6 ჩიხში, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტი დაიგო.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ნინოშვილის ქუჩის მე-6 ჩიხში გზის რეაბილიტაციას კომპანია „დაგი +“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 55 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

























