აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.აქციაზე ერთი პირი "ქართული ოცნების" დროშით გამოჩნდა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ინციდენტი, სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ, მალევე განიმუხტა.
აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

























