ირაკლი კუპრაძე - ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი

აჭარის მთავრობის სახლთან "ლელომ" აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

მათი განცხადებით, ქვეყანაში 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!

"ჩვენ შევიკრიბეთ და ვიცავთ საკუთარ ხმას და საკუთარ ქვეყანას ამ ტერორისგან. ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ ივანიშვილი არ აღიარებს დამარცხებას. ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად უნდა ასახავდეს ბათუმის, აჭარის და მთელი საქართველოს ნებას. ბათუმი არის თავისუფლების ქალაქი და ბათუმელები არასდროს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე", - განაცხადა კუპრაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებშიც იკრიბებიან და სამომავლოდ პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა