აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა კარავი გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებმა კარავი გაშალეს

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს, თუმცა აქცია ამ დროისათვის დასრულებულია.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი კარავში დარჩენას და პროტესტის გაგრძელებას გეგმავს.

მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა და მოითხოვენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

ცნობისთვის, კვირას თბილისში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გეგმავს.