Reuters - ფლორიდასა და ოჰაიოს შტატებში დონალდ ტრამპი, მინესოტაში კი ჯო ბაიდენი ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, ფლორიდასა და ოჰაიოს შტატებში დონალდ ტრამპი ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფლორიდაში გამარჯვება ამომრჩეველთა კოლეგიაში 29 ხმის მოპოვებას ნიშნავს, ოჰაიოში გამარჯვებით კი პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიაში 18 ხმა ექნება.

ცნობილი გახდა კიდევ ერთი შტატის, მინესოტას, წინასწარი შედეგები, სადაც, ჯერჯერობით ჯო ბაიდენი ლიდერობს. აღნიშნულ შტატში გამარჯვება ამომრჩეველთა კოლეგიის 10 ხმის მოპოვებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს კოლეგიაში 205 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი - 171.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება