აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას აგრძელებენ

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში აჭარის მთავრობის შენობასთან იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებმა" 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

„ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, ამას მოწმობს არაერთი ფაქტი. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მტერია და მას ჩვენს ქვეყანაში არ ესაქმება, რუსეთში წავიდეს. ჩვენ არ დავთმობთ არცერთ ხმას. ეს არჩევნები წაგვართვეს",- აცხადებენ აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა