ადგილობრივები მარნეულში ახალგაზრდა ქალისა და მისი 22 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ყვებიან

ადგილობრივები მარნეულის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალისა და მისი 22 წლის შვილის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ყვებიან.

როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დედა-შვილი მათივე ახლო ნათესავმა, მამა-შვილმა მოკლა. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული, 16 წლის მოზარდი და მოკლული გოგონა ბიძაშვილები იყვნენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ.

"საღამოს საათებში სროლის ხმა გავიგეთ და ადგილზე მოვედით. ეზოში ორი მოკლულის, დედა-შვილის ცხედარი ვნახეთ. მკვლელობის მოტივი ყველა ჩვენგანისთვის უცნობია,“- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნათესავებს შორის უთანხმოება არ ყოფილა.

"ორივე წყნარი ოჯახი იყო, ჩხუბის ხმაც კი არასდროს გაგვიგია. ყველა გაკვირვებული ვართ,“ - აღნიშნავს მეზობელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა