მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებმა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობის კარზე ბოქლომი ჩამოკიდეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური იყო. მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებმა უსკოს შენობის მთავარი შესასვლელის კარზე ბოქლომი ჩამოკიდეს.

როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უმაღლესი საარჩევნო კომისია უფუნქციო დაწესებულებაა, სადაც მხოლოდ ხმების გაყალბებაზე მუშაობენ.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში აღნიშნულ უწყებას “დიდი წვლილი მიუძღვის”. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომლებმაც უსკოს შენობაზე დამაგრებული ბოქლომი მალევე მოხსნეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა