“ევროპული საქართველოს”, “ლეიბორისტული პარტიის” და “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

“ევროპული საქართველოს”, “ლეიბორისტული პარტიის” და “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” შტაბიდან მეტროსადგურ “ღრმაღელემდე” მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანი კვირას დაგეგმილი აქციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. პარტიების წარმომადგენლები ასევე არიგებენ საინფორმაციო ხასიათის ფლაერებს და საზოგადოებას კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “წადი”, “საქართველოს გაუმარჯოს”.

“ჩვენ უნდა შევხვდეთ მოქალაქეებს და ვუთხრათ, რომ კვირას გვაქვს დიდი აქცია, სადაც ერთიანობა, ბევრი ადამიანის მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ აქციით ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ხმების ქურდია და საქართველოში არჩევნების მოპარვა არავის შერჩენია და არც ბიძინა ივანიშვილს შერჩება. დარჩენილი დღეების განმავლობაში ოპოზიციის აქტივობა იქნება მაღალი, ჩვენს ხმას მივაწვდენთ ყველას და კვირას ველოდებით ყველას”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, აქცია დაანონსეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა