სენაკის ქუჩების ნაწილსა და სოფელ მენჯისში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

სენაკის ქუჩების ნაწილსა და სოფელ მენჯისში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძნობს. ამჯერად, ქალაქ სენაკის ცალკეული ქუჩებისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი.

„ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 4 ნოემბრიდან - 9 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ქალაქ სენაკისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, ხშირია დაზიანებებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები. მოსახლეობა სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით ღებულობს. სამუშაოები ითვალისწინებს, ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი. პროექტის შედეგად, დაახლოებით 300 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოებს 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა