ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 167 ადამიანს ჩაუტარეს და აქედან 63 პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად, ცხინვალის სამედიცინო დაწესებულებებში სულ 231 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო