ბათლომე შელია - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ  ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა და ამომრჩევლის ხმები მოიპარა

ოპოზიციურმა პარტიებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ საერთო საპროტესტო აქცია გამართეს და საოლქო სარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ბათლომე შელიას თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის არჩევნები გააყალბა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა.

შელიამ აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გამართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საერთო საპროტესტო აქცია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ.

"მათ მოიპარეს ამომრჩევლის ხმები, ამრიგად ჩვენ მოვედით აქ, რათა გავაპროტესტოთ მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“ , - განაცხადა ბათლომე შელიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა