ვანო მაჭავარიანი - ჯერ არ სცალია არც ევროპას და არც ამერიკას ჩვენთვის,  მაგრამ მოიცლიან - საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას არ მიიღებენ

ჯერ არ სცალია არც ევროპას და არც ამერიკას ჩვენთვის კოვიდის გამო, მაგრამ მოიცლიან, რადგან არ მიიღებენ საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას. დროის მომენტია. ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ეს ყველაფერი რაღაც ფორმას მიიღებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ევროპამ და ამერიკამ ერთპარტიული მმართველობის დაკანონება არ მიიღო მოლდოვაში, რომელიც არ არის დემოკრატიის ლიდერი და ამას არ დაუშვებს მითუმეტეს საქართველოში.

„მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ფრონტიდან უნდა ებრძოლო ამ სისტემას - პარლამენტიდან, ტელევიზორიდან, ქუჩიდან, მაგრამ მასშტაბი იმდენად დიდი ჩანს გაყალბების და ციფრებით მანიპულირების, რომ საქართველოს უკვე მოლდოვას გვადარებენ, სადაც საქართველო, მოლდოვა, ამომრჩევლის მოსყიდვა და მათი დაშინება ერთ „კლასტერშია“ გადატანილი და საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებც ამის ანალიზს აკეთებენ, საქართველოს რეგრესს ხედავენ. ოდირის დასკვნაც იგივეა, რომ რეალურად სახელმწიფო, პარტიული, საარჩევნო ადმინისტრაციების აღრევა ემსგავსება მოლდოვას და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს...

ტონი კიდევ მეტად გამკაცრდება. საქართველოსთან დაკავშირებით მოლოდინი იყო, რომ 2020 წლის არჩევნები იქნებოდა წინწასული, მაგრამ ამ შემთხვევაში არის რეგრესი. ჩვენ თვითონ ავწიეთ თამასა, როცა ვთქვით, რომ ევროპულ დონეზე ჩავატარებდით, მაგრამ... ციფრების გადაკეთება, მანიპულირება, ეს ყველაფერი აისახება ეუთოს, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის ანგარიშებში და ჩვენ ნელ-ნელა წავალთ იგივე სისტემისკენ, რომელიც მოლდოვას მაგალითზე აღწერილია, როგორც ოლიგარქიული სისტემის მიერ ჩატარებული არჩევნები“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა