წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფება ოპოზიციის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, მას კომისიაში შესვლის საშუალება არ მისცეს, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.

























