თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები იმართება. აქციებზე ხმაური და დაპირისპირებაა.

აქციები ისანში, გლდანში, საბურთალოზე, ბათუმში, ბოლნისსა და წყალტუბოში მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ხმაური და დაპირისპირება იყო საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ალეკო ელისაშვილი შესვლას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს