ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია

ბათუმში 79 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია, სადაც ოლქის წევრები საჩივრების განხილვას იწყებენ. საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და აქტივისტები იმყოფებიან.

მათი განცხადებით, არ აპირებენ დაშლას და შენობაში შესვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხმების გაყალბება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საოლქო საარჩევნო წევრებს მონებს უწოდებენ, ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, პარალელურად საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს, სადაც კარვებია გაშლილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს