ბათუმში, "მომავლის არჩევანის" წევრებს სამართალდამცველებმა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დაატოვებინეს

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის არჩევანის" წევრებს სამართალდამცავებმა დაატოვებინეს.

როგორც არასამთავრობოს წევრმა თენგიზ სურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონთან შესაბამისობაში არაფერი ხდება.

მისი თქმით, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" სხდომას ჰგავს და ბიძინა ივანიშვილს პატაკს აბარებს.

"კანონთა შესაბამისობაში არაფერი ხდება, კომისიის წევრები "ქართული ოცნების" სხდომაზე არიან. არცერთი ოქმი და საჩივარი არ არის დაკმაყოფილებული. ვითხოვე სიტყვა, რეგლამენტში ჩავეტიე და ქალბატონ ციალა შავაძეს, რომელიც ოლქის თავმჯდომარეა, ჩემი შენიშვნა არ მოეწონა, რის გამოც სამართალდამცავების ჩართულობით უსაფუძვლოდ შენობა დამატოვებინა", - აცხადებს თენგო სურმანიძე.

ცნობისთვის, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა