თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას - მოვუწოდებ, პოლიტიკური შედეგი, რომელიც მათთვის არასასურველია, ღირსეულად მიიღონ და აღიარონ დამარცხება

სამართალდამცავი სტრუქტურებიდანაც დაშავდნენ ადამიანები, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციელებმა უმაღლესი პროფესიონალიზმით მოახდინეს მომხდარზე რეაგირება.

თორნიკე რიჟვაძე მოუწოდებს ოპოზიციას ღირსეულად მიიღოს არჩევნების შედეგი და აღიარონ დამარცხება.

"ამ პოლიტიკური ძალების, პირველ რიგში „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანი არის არეულობის და რევოლუციური სცენარების პროვოცირება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, რაც არის წარუმატებელი მცდელობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს პოლიტიკური შედეგი, რომელიც არის მათთვის არასასურველი, შეძლონ, რომ ღირსეულად მიიღონ და აღიარონ დამარცხება, მათ შორის პატივი სცენ მათი ამომრჩევლების ხმებს და მათ წარმომადგენლობას . რაც შეეხება საჩივრების განხილვას, დღეს აბსოლუტურად კანონმდებლობის დაცვით და მე , რაც ვნახე აბსოლუტურად ღია იყო მათთვის ჩართულობა საჩივრების განხილვის ნაწილში, ამიტომ მთავარია, რომ რა კითხვებიც არსებობს და თუ კი არის სადმე რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა ყველას გაეცეს პასუხი, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონსტრუქციულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში და ფორმატში ისევე, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურის ნაწილიც არის, რომ ის საჩივრები, რომელიც დაწერეს, ამის განხილვაში კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა და არა ისე, როგორც დღეს ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ. აქვე აღვნიშნავ, რომ და საბოლოო ჯამში, არც ერთი მანდატი მართლა არ ღირს იმად, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არის მათი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჩვენ როგორც სახელმწიფო , როგორც შესაბამისი უწყებები სრულად შევასრულებთ იმ ვალდებულებას, რაც კანონმდებლობით გვაკისრია და რაც გვაკისრია პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა