თორნიკე რიჟვაძე - ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე უმკაცრესი რეაგირება იქნება, ვერცერთი რევოლუციური, ნანატრი სცენარები, ვერ განვითარდება

უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე. ვერცერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები, ვერ განვითარდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე პროცესის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები გამორჩეული იყო გამჭვირვალობის სტანდარტით და სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება, რომ თითოეული ხმა ჯეროვნად იქნას დათვლილი.

„არჩევნების გამართვის დღიდან დღემდე რიგი უწყებები უმაღლესი პროფესიონალიზმით და ამავე დროს თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს არჩევნების შეჯამებას, საბოლოო ფორმალიზებას, მიუხედავად არაერთი მიზანმიმართული მცდელობისა, რომ პროცესი იყოს დესტრუქციული. ამ პროცესში რიგმა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა, ქაოსის და არეულობის განცდა შემოიტანონ, რა თქმა უნდა არის ღიმილისმომგვრელი. შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც როგორც სამართალდამცავებმა, ასევე ცესკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა, როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანონით დადგენილ ჩარჩოებს სცდება. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება მშვიდად გააგრძელონ ეს პროცესი და არჩევნები, რომელიც ჩატარდა დასრულდეს ღირსეულად ქვეყანაში და ამ რეგიონში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას და ცესკოს წარმომადგენლებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის. დღეს განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც საღამოს მოხდა. ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტების მხრიდანაა შეტანილი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოიჩინონ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, არავის არ მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიადგეს არჩვენების შედეგების შეჯამებას. უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე. მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ქვეყანაში სიმშვიდე უზრუნველვყოთ. ვერცერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები ვერ განვითარდება“,-განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი ოლქის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, დაპირისპირებისას საოლქო საარჩევნო კომისიასთან მდებარე ერთ-ერთი კომერციული ფართის მინა დაზიანდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე დაშავდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა