ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, სხდომაზე ამ დროისთვის შესვენება გამოცხადდა.

"სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეაში შევაბიჯეთ ფეხი, ანუ ჩვეულებრივად ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ. მე-19 უბანზე დათვლილი ოპოზიური პარტიების ხმები უფრო მეტია, ამიტომ ამ უბნებზე უკან დახევას არ აპირებენ. ბევრი უბანია დარჩენილი და ამათი გადაწყვეტილებებიც სტანდარტული იქნება. სპეცუბანზე 111 ბიულეტენი არის დაკარგული, გაცემულია 230 ბიულეტენი, აქ რომელ არჩევნებზე და შედეგებზეა საუბარი?",- აცხადებს "ენმ"-ის წარმომადგენელი უშანგი მიქელაძე.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 40 -მდე საჩივარი იყო შეტანილი, რომელთა უმრავლესობა საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ოლქის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება, ადგილზე სამართალდამცავებიც რჩებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა