"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ ბათუმში 8 ნოემბრამდე აქციებს წყვეტენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას წყვეტენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესურსს აჭარის რეგიონისკენ მიმართავენ და მოსახლეობას შეხვდებიან.

მისი თქმით, მოსახლეობას გაყალბებულ არჩევნებზე ინფორმაციას მიაწვდიან, რათა კვირას ბათუმში დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა მიიღონ და მათი ხმების დაცვა მოხდეს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია კრიმინალების მიერ ჩატარებულ არჩევნებს იცავს. საკოორდინაციო საბჭომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვცვლით ჩვენს სტრატეგიას, ამ ხელისუფლებასთან ამ მეთოდი ბრძოლა, როგორც ჩანს არ გამოდის, იმიტომ, რომ ყველა უმსგავსო ნორმებს მიმართავენ , როგორმე გააპრავონ გაყალბებული არჩევნები.

კვირამდე პერმანენტული აქციები დაანონსებული გვქონდა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ეს რესურსი ვინც აქ ვართ, გავდივართ აჭარის მასშტაბით და ყველა მოქალაქეს ვხდებით და კიდევ ერთხელ ვუხსნით, რა მნიშვნელოვანია მათი არჩევანის დაცვა. კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის პარალელურად ვიკრიბებით აქ, და ხელისუფლება იმ ხალხის ძალას ნახავს, ვისაც არჩევნები მოპარა",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა