ქობულეთში 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო

ქობულეთში 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს სიტყვიერად საოლქო კომისიის წევრები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, შედგენილ ოქმებში დისბალანსი და საარჩევნო უბნებთან გადაყრილი ბიულეტენები აღმოაჩინეს, რაზეც შესაბამის უწყებას სამართლიანი რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან ოპოზიციის წევრები კონკრეტულ უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეტენზიები პროვოკაციული ხასიათისაა და შინაარსს მოკლებულია.

მათივე თქმით, ხმებს კონკრეტულ უბნებზე ხელახლა ვერ დაითვლიან, რადგან დღის წესრიგში სხვა საჩივრების განხილვისთვის არის დრო განსაზღვრული.

ქობულეთში 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცავები რჩებიან, სიტუაცია ამ დროისათვის განმუხტულია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს