ბათუმში საოლქო კომისიასთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

ბათუმში 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრების, აქტივისტებისა და მოძრაობა "იმოქმედეს" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

ამ დრომდე 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან რჩებიან სამართალდამცავები.

საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა 21:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდებოდა, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ.

ოლქში 40-მდე საჩივარი იყო შეტანილი, რომელთა უმრავლესობა კომისიამ არ დააკმაყოფილა. სხდომის პარალელურად 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აქციას მართავდნენ, მათ მიაჩნიათ, რომ ბათუმის 79-ე ოლქი არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაში მონაწილეობას იღებს. ისინი სხდომის დასწრებაზე ნებართვას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობაში არ შეუშვეს.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ერთ-ერთი კომერციული ფართის მინა დაზიანდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს