კახა კალაძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, არავითარი ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე მეგობარი ქვეყნების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოყვა.

„რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნები ყალბდება. არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, ამას მოჰყვა შესაბამისი შეფასებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან. იყო პატარა, მცირე ხარვეზები, როგორც საარჩევნო პროცესის, ასევე არჩევნებს დღეს, თუმცა, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, ამის შესახებ ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით იმ პროვოკაციებზე, ვსაუბრობდით მიზანმიმართულად დაძაბულობის შემოტანაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ ეს არ გამოუვიდათ. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. არავითარი ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს“,-განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა