გიორგი ბოტკოველი - ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ,  ქართველ ხალხს არჩევანი არ წაართვას

საკუთარი თავის დაწყნარება მოუწევთ, როცა დაინახავენ 8 ნოემბერს ადამიანების მასას, რომელიც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა შეკითხვას, რამდენად შეცვლის აქციების გამართვის თაობაზე ოპოზიციის გეგმებს პრემიერის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა შესაძლოა, გადაიხედოს.

როგორც ბოტკოველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, გამოიყენებენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას, რომ ხელისუფლება აიძულონ, დათმოს და ქართველ ხალხს არჩევანი არ წაართვას.

„არც ჩემთვის და არც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხმები მოპარეს, მომავალი მოპარეს, არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს, რას იტყვის გახარია, რას იტყვის კობახიძე, რა მოელანდებათ, რა დაესიზმრებათ.

საკუთარი თავის დაწყნარება მოუწევთ, როცა დაინახავენ 8 ნოემბერს ადამიანების მასას, რომელიც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიიყვანს ყველა კონსტიტუციური უფლების გამოყენებით ბრძოლას, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი და არ ჰქონდეს მომავალი ერთეულ ადამიანებს - ივანიშვილებს, გახარიებს და მათ დამქაშებს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ბოტკოველის თქმით, ახლა საუბარი უბნების გადათვლა-გადმოთვლაზე აღარ არის, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნები თავიდან ბოლომდე გაყალბდა და ის ლეგიტიმური ვერ იქნება.

მისივე შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიები რეალურად ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და ისინი მხოლოდ სუს-ის მითითებებს ასრულებენ, როდესაც გარკვეულ საჩივრებს “ვითომ აკმაყოფილებენ“, ხოლო საჩივრების უმეტესობას განუხილველად ტოვებენ.

“ჩვენ კარგად ვხედავდით როგორი სახით მოდიოდნენ ადამიანები საარჩევნო უბნებზე. როგორ ტერორში და დაშინების ფონზე უწევდათ მათ ხმის მიცემა. ეს იყო დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, დანაშაული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს პასუხი 8 ოქტომბერს გაეცემა. პასუხი გაეცემა ყველა ქმედებით - ჩვენ ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რომელიც საარჩევნო ადმინიტრაციის სხვა შემადგენლობით ადამიანებს საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს. ყველა კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დათმოს და ქართველ ხალხს არჩევანი არ წაართვას. ბოლომდე მივიყვანთ გამარჯვებას, რომელიც 31 ოქტომბერს ჩვენ მოვიპოვეთ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა