ისანში, #5  საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტი მოხდა

ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ინციდენტი მოხდა.

სხდომის პარალელურად, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" აქცია მიმდინარეობს, ერთ-ერთმა აქტივისტმა შენობას ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის აღმნიშვნელი ბანერი მოაძრო, თუმცა, პოლიციელებმა ბანერი მას მალევე წაართვეს.

"არ დავიღლებით და სახლში არ წავალთ! ახალგაზრდებს ვერ გააჩერებთ! არ შეგვშინებია არც დათვის ტყვიების და ამოთხრილი თვალების. ვიმსახურებთ დემოკრატიულ საქართველოს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მოუწოდეს დადგნენ ხალხის მხარეს.

" ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში. დადექით ხალხის მხარეს, დადექით სიმართლის მხარეს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იხილეთ ვიდეო:“გაუშვი ბიჭო“ - ხელჩართული ჩხუბის კადრები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციიდან

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს