რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე "ახალგაზრდობის პარკს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. ,,ახალგაზრდობის პარკს“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და სამუშაოები რამოდენიმე დღეში დაიწყება. 1 მლნ 654, 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 3 ჰექტარზე მეტ სივრცეზე გაშლილ რეკრეაციაში, სპორტული და გასართობი მოედნები, მოსასვენებელი ადგილები, სასეირნო ბილიკები, მწვანე საფარი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია სპეციალური სივრცე ცხოველებისთვისაც.

"ძალიან ბევრი რუსთაველი ელოდებოდა ამ პროექტის დაწყებას და უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველები ძალიან აქტიურად იყვნენ ამ პროექტის შექმნაში ჩართულები. პროექტის კონცეფცია რუსთაველ ახალგაზრდას ეკუთვნის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ზოგადად ინიცირება მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა და თავიდან ბოლომდე იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დღეს გავაფორმეთ, სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულში, აქ რუსთაველებს კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი სკვერი ექნებათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 240 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. წელიწადნახევრის განმავლობაში, რუსთავში უკვე მესამე სკვერის რეაბილიტაცია იწყება. უკვე დასრულებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის და ეგრეთწოდებული ჩიკაგოს სკვერები. ახლახან დასრულდა ლეონიძის სახელობის მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც 4 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო