რუსთავში ყაზახეთის საპატიო საკონსულო გაიხსნა

რუსთავში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა. დაწესებულება ორ საკონსულო ოლქს - ქვემო ქართლსა და მცხეთა - მთიანეთს მოიცავს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალს, ყაზახეთის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი იქნება. საკონსულო ყაზახეთის ელჩმა, საპატიო კონსულმა და საქართველის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გახსნეს. ღონისძიება, პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა.

"ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მისასალმებელია, რომ ყაზახეთის საპატიო საკონსულო რუსთავში, ქვემო ქართლში გაიხსნა“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერმა, ყაზახეთის სრულუფლებიან საპატიო ელჩს საქართველოში, რუსთავის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნანახი მე-11 საუკუნით დათარიღებული ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი გადასცა საჩუქრად.

"ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს გახსნა რუსთავში. მოგეხსენებათ, რუსთავს საკმაოდ დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის 150 მილიონის ინვესტიციის მოზიდვა შევძელით და ყაზახეთის საკონსულოს რუსთავში არსებობა, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივას აჩენს. ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ყველაზე მთავარი, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და ის ურთიერთობებია, რომელიც კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების ფუნქციები ყაზახეთის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა საქართველოში, ასევე საქართველსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებაა.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის, დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებით აღსანიშნავია, თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს