ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელება დამოკიდებულია სწორ მკურნალობასა და მათ პროფესიონალიზმზე. ამის შესახებ ინფორამციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ქვეყანაში და მათ შორის იმერეთში ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვემატება. თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელება დამოკიდებულია თქვენს სწორ მკურნალობასა და პროფესიონალიზმზე. უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს მოქალაქეების მიმართ და ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ პროცესის სამართავად. თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული რა ზომებს გაატარებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოვიდთან ბრძოლაში. სახელმწიფო მზად არის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტურად გაატაროს", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზვიად შალამბერიძემ ბინაზე მკურნალობის პროცესში ჩართული ოჯახის ექიმების კომპონენტზეც ისაუბრა და მათ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და სამედიცინო სერვისებით ისარგებლოს რთულ მდგომარეობაში მყოფმა ინფიცირებულებმა.

"ამასთან, შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტესტების მიზნობრივად გაკეთებას და აღნიშნა, რომ თითოეული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია კლინიკაში მისულ მოქალაქეს აუხსნას რა შემთხვევაში საჭიროებს გატესტვას.

იმერეთის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 368 ახალი დადასტურებული შემთხვევა, თვითიზოლაციაში იმყოფება 4 177 ადამიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო