ბათუმის საოლქო კომისიამ ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადათვალა

ბათუმის #79 საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადათვალა.

როგორც ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ განაცხადა, შემაჯამებელ ოქმში შეცდომა იყო დაშვებული.

ციალა შავაძის თქმით, ბათუმის მე-19 უბნის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება მიეცა.

"შემაჯამებელ ოქმში იყო შეცდომა და ამას მოჰყვა იგივე უბნიდან შესწორება, ჩვენთან მოდის დალუქული პაკეტები, რომლის გახსნის უფლებაც არ გვაქვს და პაკეტში ზუსტად იმდენი ბიულეტენი აღმოჩნდა, რამდენიც მათზე იყო მითითებული, თუმცა პაკეტის გახსნის შემდეგ შემაჯამებელ ოქმში აღმოჩნდა ტექნიკური შეცდომა, რაც შედეგზე არანაირად არ მოქმედებს. შედეგი ზუსტად იგივე აღმოჩნდა, რაც მოგვაწოდა უბანმა“, - აღნიშნა ციალა შავაძე.

ცნობისთვის, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 91 საჩივარი განიხილა და უმრავლესობა არ დააკმაყოფილა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს