რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პირიდან ერთი მედპერსონალია

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პირიდან ერთი მედპერსონალია

კორონავირუსით გარდაცვლილი 22 პირიდან ერთი რუსთავში გარდაიცვალა. ინფიცირებული პაციენტი კლინიკა „რუსთავის" კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კლინიკა „რუსთავისა" და ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონებში მოთავსებულ 6 პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი მედპერსონალია.