ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება, გზები რეაბილიტირდება როგორც ქალაქის, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა.

„ზუგდიდში ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ამჯერად რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გავეცანით. ეს გზა წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. გზის რეაბილიტაციის შედეგად მოქალაქეები კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლენენ,“ - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

რუხის გზა ერთმანეთთან რუხსა და ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებს აკავშირებს.

„საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: ზაურ თოდუას ქუჩაზე და საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები მოეწყო; ასევე, მიმდინარეობს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის მშენებლობა; აშენდება რუხის საბავშვო ბაღი; მიმდინარეობს ავტოპარკის მშენებლობა; აშენდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა; აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი და სავაჭრო ცენტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა