„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ტყუილია, თითქოს ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დააგვიანა.

„თითქოს სიყალბესთან ბრძოლის კამპანია მიდის, მაგრამ ტყუილით და მინდა რამდენიმე ციფრი დაგისახელოთ. პირველი, რომ ცესკო-მ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დააგვიანა, რაც გახლავთ ტყუილი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას დასჭირდა 8 საათი, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს 7 საათი, წელს დასჭირდა 7,5 საათი. ეს არის ის ტრადიციული დრო, რაც ცესკო-ს პირველადი შედეგების გამოსავლენად სჭირდება. ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებითაც 60-80 ათასი ბიულეტენი არის ბათილი, გადახედეთ ნებისმიერი არჩევნების სტატისტიკას საქართველოში, ყოველ არჩევნებში არის ის, რომ ზოგი არასწორად შემოხაზავს, შესაძლოა, ზოგმა კონვერტის გარეშე ჩააგდოს. ბათილობის პროცესი 3-4% ყოველთვის არის. ამიტომ, ესეც ტყუილია. შესწორების ოქმები თითქოს ჭარბად მეტიაო, ესეც ტყუილია. ყოველ არჩევნებში არის ხოლმე 1000-1500 შესწორების ოქმი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ