თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში გადათვლილი უბნების შედეგად გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნების“ შედეგები მცირედით გაუმჯობესდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში გადათვლილი უბნების შედეგად გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა.

თორნიმე რიჟვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დროს არც ერთი მოქალაქის ხმა არ დაკარგულა.

„საუბნო და საოლქო კომისიებმა ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა დაასრულა. ამ განხილვებში, რომლებშიც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა.

ოპოზიციის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი აგებული იყო, ე.წ გაყალბებულ ოქმებზე - არანაირად არ დასტურდება და ეს არის პირდაპირი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის.

ხელთ მაქვს ბათუმის მე-19 უბნის ოქმი, სადაც შესწორების შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი ხმა მიიღო, რაც ოქმებში პირველად დადასტურებული იყო.

იცით, რომ აჭარაში ამომრჩეველი ხმას ოთხი ბიულეტენით აძლევდა და პირველად ოქმებში კონსოლიდირებული მონაცემები იყო. შესწორების გასაჩივრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის ტენდენცია რაც არის ამ შესწორებების შედეგად, არის ცხადი, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულა",- აღნიშნავს რიჟვაძე.

ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა