თორნიკე რიჟვაძე - აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პოლიტიკური სუბიექტი შევა, უმრავლესობას კი „ქართული ოცნება" დააკომპლექტებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პოლიტიკური სუბიექტი შევა, უმრავლესობას კი „ქართული ოცნება" დააკომპლექტებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ" აჭარაში ერთი მაჟორიტარული ოლქი მოიგო და მეორე ტურში მმართველი პარტია ორ მანდატს დაიმატებს.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს არჩევნებში მეტი ხმა მიიღეს.

„ქართულმა ოცნებამ" თავისივე ინიციატივით, აჭარის უმაღლესი საბჭოში ცვლილებებით შეამცირა მაჟორიტარების რაოდენობა და გაანახევრა.

ამ მონაცემებით, პროპორციულ სიაში „ქართულმა ოცნებამ" მანდატების უმრავლესობა მიიღო და უკვე ქობულეთში ერთი მაჟორიტარული ოლქი მოვიგეთ. ვემზადებით, ორი მანდატის დამატებისთვის მეორე ტურში. ჯამში ნიშნავს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი პოლიტიკური სუბიექტი იქნება წარმოდგენილი, მანდატების უმრავლესობით „ქართული ოცნება" და უმცირესობით „ნაცმოძრაობა" ,- განაცხადა რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა