თორნიკე რიჟვაძე - არავითარი პრობლემა არ გვაქვს აქციებთან, პატივი ვცეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კვირას ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ჯანდაცვის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, რადგან ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები ზღვარზეა.

"გაურკვეველ აქციებს გეგმავენ, დღესაც და მომავალშიც გარანტირებული იქნება თითეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონმდებლობის ჩარჩოში. ამ კონკრეტულ ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს უმორჩილესად ვთხოვ, ეპიდემიოლოგების მოწოდებები დაიცვან, ვინაიდან რეგიონში, ქალაქში გვაქვს მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება. ყოველდღიურად ვართ ზღვარზე, როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე სიკვდილიანობის ნაწილში. ყველა მოქალაქის გადასაწყვეტია ვინ, რომელ პოლიტიკურ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ვთხოვ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, არავითარი პრობლემა არ გვაქვს ქუჩის აქციებთან და არც სხვა ნებისმიერ გამოხატვასთან, პატივი ვცეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ ყველაფერს პოლიტიკური პარტიები სათავისოდ იყენებენ და ადამიანების სიცოცხლეს როგორც ჩანს, მათთვის დიდი ფასი არ აქვს. ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ქვეყანაში არჩევნები სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, შედეგი დადგა ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მიიღო",- აღნიშნა რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა