გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მქონე ახალგაზრდები 500 ლარით დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მქონე ახალგაზრდები 500 ლარით დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვაუჩერები ახალგაზრდებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გადასცეს.

„100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტების წახალისება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივაა, რომელიც ყოველ წელს მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან ხორციელდება. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტით ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (საგრანტო ქულის - 100 % ) მქონე აბიტურიენტები ერთჯერადი ფულადი თანხით ფინანსდებიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა