ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 298 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4649-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 105 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 29 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2500 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 50-ს შეადგენს.

























