რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ოფისთან აქტივისტებმა აქცია პერფორმანსი გამართეს და სიმბოლურად ტომრები მიიტანეს

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ოფისთან აქტივისტებმა აქცია პერფორმანსი გამართეს და სიმბოლურად ტომრები მიიტანეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისთან, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეება "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით კირკიტაძეს პარლამენტში პროპორციული სიით შესვლა და გარემოსდაცვითი კანონპროექტის მხარდაჭერა ურჩიეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სამოქალაქო აქტივისტებმა “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიმბოლურად ტომრები წარწერებით - ,,ტყუილების გუდა“, ,,დემაგოგიის გუდა“, ,,წართმეული ქონების გუდა“, ,,კირკიტაძის ქონების გუდა“, ,,გაბათილებული ბიულეტინების გუდა“ მიიტანეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსთავში, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ მესამედი მიიღო და კირკიტაძის განცხადება, თითქოს მათ გაბათილებული ბიულეტენების ფონზე, ხელოვნურად წააგებინეს, სიცრუეა.

„ჩვენ აქ შეკრებილი აქტივისტები, დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ერთხმად ვაცხადებთ, რომ გაბათილებული ბიულეტინების უმრავლესობა სადავოც კი არ გაუხდიათ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. გაბათილებული ბიულეტინების გუდა მოვუტანეთ დღეს ბატონ დავითს და გადავეცით საჩუქრად. ვჩუქნით და მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ შევიდეს პარლამენტში და მხარი დაუჭიროს გარემოსდაცვითი კანონის გამკაცრებას, რომელიც რუსთავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ.